ნაბიჯი 2:მართლმსაჯულება ბავშვებისათვის
ყოველდღიურობაში არაერთ სამართალდარღვევას შეიძლება მოვკრათ თვალი, თუმცა ყოველი სამართალდარღვევა დანაშაული არ არის (დანაშაულია ქმედება, რომელიც სისხლის სამართლის კანონით ისჯება). მაგალითად, ადამიანი, რომელიც ქვეითთა საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს, ადამიანი, რომელიც შენობის ფასადს უნებართვოდ ახატავს რაიმეს, ან, თუნდაც, ადამიანი, რომელიც ქუჩაში ნაგავს ყრის, სამართალდამრღვევია. ასეთ სამართალდარღვევებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ეწოდება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ რეგულაციები მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიზანია საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა.
არასრულწლოვანს 16 წლის ასაკიდან დაეკისრება პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება შემდეგი ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება: