ნაბიჯი 1:არასრულწლოვანი და სამოქალაქო სამართალი
არასრულწლოვანს აქვს თავისი მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის უფლება. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.
(მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების რუკა, ზოგადი და საკონტაქტო ინფორმაცია)
არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან შეუძლია, თავისი უფლებების დასაცავად დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს.