loading

არასრულწლოვანი და კანონი

img

განმარტება

img

ნაბიჯი 2:მართლმსაჯულება ბავშვებისათვის

img

კომპლექსური დავალება

მოზარდი და დანაშაული

14 წლის არასრულწლოვანი სრულად აგებს პასუხს ყველა იმ ქმედებაზე, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად მიიჩნევა, ანუ 14 წლიდან არასრულწლოვანს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ეწოდება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;

საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია არასრულწლოვნისათვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი საშუალებითაც შეიძლება. არასრულწლოვნის დაკავება და დაპატიმრება, მისთვის თავისუფლების შეზღუდვა და თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება. 

image

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა