loading

არასრულწლოვანი და კანონი

img

განმარტება

img

ნაბიჯი 2:მართლმსაჯულება ბავშვებისათვის

img

კომპლექსური დავალება

განრიდება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შედეგად განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა წარმოადგენს 21 წლამდე ასაკის პირისათვის ერთი შანსს, გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისაკენ.

განრიდება და მედიაცია წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმს, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ მოსამართლე უფლებამოსილია, განრიდების მიზნით საქმე დაუბრუნოს პროკურორს როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. პროგრამა საშუალებას აძლევს პროკურორს, არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და, ამავე დროს, არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე.

21 წლამდე ასაკის პირის (14 წლის ასაკიდან) მიმართ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი გარემოებების ერთობლივი არსებობის პირობებში:

  • ჩადენილია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, ე.ი. ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • 21 წლამდე ასაკის პირი არ არის ნასამართლევი;
  • 21 წლამდე ასაკის პირს ადრე არ აქვს მონაწილეობა მიღებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს და თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • არ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდის პირის სისხლისსამართლებრივ დევნას.

განრიდებისა და მედიაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ დანაშაულის პრევენციის ცენტრის გვერდს.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა