
ვის უნდა მიმართოს ბავშვმა საკუთარი უფლებების დასაცავად?
გაეცანით „სამართლებრივი კულტურის“ სახელმძღვანელოს 1-ლი ნაწილის მე-7 - მე-10 გვერდებზე მოცემულ შემთხვევებს და გააანალიზეთ ისინი მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემის გზით (იხ. ცხრილი ყოველი შემთხვევის შემდეგ).
როგორია თქვენი პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს და ვის უნდა მიმართოს ბავშვმა საკუთარი უფლებების დასაცავად?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გაეცანით „სამართლებრივი კულტურის“ სახელმძღვანელოს 1-ლი ნაწილის მე-14 გვერდზე მოცემულ მასალას. მიაქციეთ ყურადღება დამატებით ინფორმაციას.