loading

ბავშვის უფლებები

img

კომპლექსური დავალება

დავალება 5 - ჰარი პოტერის უფლებები

თქვენ ხართ მაგიის სამინისტროს ახალგაზრდა ჯადოქრების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. ანონიმური წერილის მიხედვით, ახალგაზრდა ჯადოქარი ჰარი პოტერი შესაძლოა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყოს იმ ოჯახში, რომელშიც უწევს ცხოვრება და მისი უფლებები სათანადოდ არ იყოს დაცული. თქვენ გადაწყვიტეთ, შეისწავლოთ ახალგაზრდა ჯადოქრის მდგომარეობა. ამისათვის, თავდაპირველად გადმოწერეთ მოკვლევის ოქმი, შემდეგ შეავსეთ და წარუდგინეთ მაგიის სამინისტროს შემდგომი მოქმედებებისათვის.

 

ოქმში წარმოადგინეთ:

  • ჰარი პოტერის მიმართ დარღვეული უფლებები;
  • თქვენი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დარღვეული უფლებების გამოსასწორებლად.

 

კომპლექსური დავალების შესასრულებლად სასარგებლო რჩევები:

თუ წაკითხული გაქვთ წიგნები ან გინახავთ ფილმები ჰარი პოტერის შესახებ, გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და შეავსეთ ოქმი. შევსებისას გამოიყენეთ ბავშვთა უფლებების კონვენცია.

თუ წაკითხული არ გაქვთ წიგნები და არც ფილმები გინახავთ ჰარი პოტერის შესახებ, პასუხების მოძებნა ინტერნეტის გამოყენებით რთული არ იქნება.

image

დამატებითი რესურსი

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა