ბავშვის უფლებათა კოდექსი

ბავშვის უფლებათა კონვენცია ყველა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი ხელმომწერი ქვეყანა ჰყავს. ბავშვთა უფლებების ამსახველი კონკრეტული მუხლები შესულია და ასახულია ქვეყნის კანონმდებლობაშიც. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 1 ივნისს.
გაეცანით ბავშვის უფლებათა კოდექსს და იმსჯელეთ, რატომ გახდა ამ დოკუმენტის შემუშავება და მიღება საჭირო და რა კონკრეტულ მიზანს ემსახურება კოდექსის მიღება.