ამ ნაწილში თქვენ გააანალიზებთ, რამდენად დაცულია საქართველოში ბავშვის უფლებები ამ საკითხთან დაკავშირებული კვლევის შედეგების გაცნობის გზით.
მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის უფლებების დაცვაზე და რომელ სახელმწიფო უწყებებს შეგვიძლია მივმართოთ, თუ ეს უფლებები ირღვევა.
გარდა ამისა, იმსჯელებთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოიქცეთ თქვენ, ბავშვები, სხვადასხვა სიტუაციაში, რათა უზრუნველყოთ ბავშვის უფლებების დაცვა ისე, როგორც ეს თქვენ შეგიძლიათ.