ბავშვობის ასაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის განვითარებისათვის. ამ ასაკში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება აისახება პიროვნების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ემოციურ თუ შემეცნებით განვითარებასა და ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ზრუნვისა და ყურადღების გამოჩენაა საჭირო, რომ თითოეული ბავშვისათვის გარანტირებული იყოს იმ უფლებების დაცვა, რომლებიც მას აქვს.
ამ ნაწილში თქვენ გაეცნობით ბავშვის უფლებების კონვენციის შექმნის მოკლე ისტორიას და მის შემადგენელ მუხლებს სხვადასხვა შემთხვევის ანალიზისა და სავარჯიშოების შესრულების გზით. ასევე, იმსჯელებთ საქართველოს პარლამენტის მიერ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღების მიზნისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის ხელშეწყობისათვის.