ბავშვის უფლებათა კონვენცია
ბავშვის უფლებებს იცავს სპეციალური დოკუმენტი - ბავშვის უფლებათა კონვენცია.
თქვენი აზრით, რატომ გახდა საჭირო ბავშვის უფლებებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება და ბავშვის უფლებათა კონვენციის შექმნა, როდესაც მანამდე, 1948 წელს, გაეროს გენერალურ ასამბელეას უკვე მიღებული ჰქონდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც აღიარებს ყველა ადამიანის თანდაყოლილ ღირსებასა და თანასწორობას?
- ბავშვის უფლებათა კონვენციაში წარმოდგენილი ძირითადი უფლებები შესაძლებელია ოთხ კატეგორიად გაერთიანდეს: სიცოცხლე, განვითარება, დაცვა, მონაწილეობა.
- თითოეულ კატეგორიასთან დაკავშირებით მოიყვანეთ რამდენიმე მაგალითი, რომლებშიც დაცული იქნება ბავშვის უფლებები.
- გაიხსენეთ ბავშვის უფლებების დარღვევის რამდენიმე რეალური შემთხვევა, რომელთა მოწმეც თავად ყოფილხართ ან რომელთა შესახებაც გსმენიათ. რომელ კატეგორიაში შემეავალი უფლება დაირღვა თქვენ მიერ მოყვანილ მაგალითებში?
